დღეს თითოეულმა პედაგოგმა წარმოადგინა თავისი პრეზენტაცია. ერთმანეთს შევუფასეთ ნაშრომები და დავუწერეთ კომენტარები. ტრეინინგით ძალიან კმაყოფილი ვარ.
Sunday, May 4, 2014
დღე მერვე
დღეს ვისწავლეთ მოსწავლის კითხვარის ატვირთვა ბლოგზე, შევქმენით გვერდები და დავდეთ გამოქვეყნებული კითხვარი. პორტფოლიოს ჩეკლისტით შევამოწმეთ ჩვენი პორტფოლიო. დრაივზე ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე. ასევე ვისწავლეთ პოტფოლიოში შესწორებების გაკეთება.
Saturday, May 3, 2014
დღე მეშვიდე
დღეს გავეცანით გავეცანით გარდნერის თეორიის პრეზენტაციას სხვადასხვა სტილისა და ინტელექტის მქონე მოსწავლეების შესაძლებლობებს. ეს დაგვეხმარა მოსწავლეების თვითშეფასების შექმნაში. შევქმენით ხარაჩო, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს პრეზენტაციის აგებაში. ტრეინინგი ძალიან საინტერესო იყო.
Sunday, April 27, 2014
Saturday, April 26, 2014
დღე მეხუთე
დღეს გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში. ჩვენი ნამუშევრები ავტვირთეთ დრაივზე. შევქმენით დოკუმენტი, სადაც მივუთითეთ გამოყენებული ლიტერატურა. დღევანდელი ტრეინინგით ძალიან კმაყოფილი ვარ.
Saturday, April 12, 2014
ტრეინინგის მეოთხე დღე
ვისწავლეთ დრაივი, ავტვირთეთ გეგმები და ერთმანეთის მიმართულების საკვანძო კითხვებს გავუკეთეთ კომენტარები. გარდა ამისა, გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას. დავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო, გავიაზრეთ, რა აქტივობებს როგორ შევაფასებთ. მოსწავლეთა საჭიროების შეფასებისთვის შევქმენით ნიმუში, პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, სადაც ჩავსვით შეფასების დოკუმენტები.
დავალება: დავწეროთ პროცედურები და გამოვაქვეყნოთ.
Wednesday, April 9, 2014
ტრენინგის მესამე დღე
გავეცანით ერთმანეთის ბუკლეტებს, გადავხედეთ ჩვენს სტანდარტებს და შევამოწმეთ, გვაქვს თუ არა არჩეული მაღალი სააზროვნო კითხვები, რომელშიც დაგვეხმარა განახლებული ბლუმის ტაქსონომია. დავწერეთ პროექტის მიზნები და ამოცანები. ამოცანა არ უნდა იყოს ბუნდოვანი. გავეცანით კითხვების მაგალითებს და ჩამოვწერეთ ჩვენი პროექტის კითხვები.
Sunday, April 6, 2014
მეორე დღე
მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის გეგმები. გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა: ჩავსვით მასში შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები. ვისწავლეთ ბუკლეტების გაკეთება, მასში ინფორმაციისა და სურათების მოთავსება. ტრეინინგი მეტად საინტერესო იყო. მართალია გამიჭირდა, მაგრამ იმედი მაქვს, თავს გავართმევ.
Saturday, April 5, 2014
ტრენინგის პირველი დღე
გავეცანით ინტელის სასწავლო კურსს, მოდულებს, რესურსებს. პროექტის შექმნის პირველ ეტაპს. ტრენინგი ჩემთვის რთული იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო.
Subscribe to:
Posts (Atom)