Sunday, April 27, 2014

დღე მეექვსე
დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე, გავეცანით მოსწავლეზე ორიენტირებულ შეფასებას, მისი დაგეგმვის ცხრილს, შევქმენით მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკა. პროექტის გეგმაში შევავსეთ პროცედურები. დღევანდელი დღე საინტერესო იყო, მაგრამ მე გამიჭირდა.

Saturday, April 26, 2014

დღე მეხუთე

დღეს გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში. ჩვენი ნამუშევრები ავტვირთეთ დრაივზე. შევქმენით დოკუმენტი, სადაც მივუთითეთ გამოყენებული ლიტერატურა. დღევანდელი ტრეინინგით ძალიან კმაყოფილი ვარ.

Saturday, April 12, 2014

ტრეინინგის მეოთხე დღე

ვისწავლეთ დრაივი, ავტვირთეთ გეგმები და ერთმანეთის მიმართულების საკვანძო კითხვებს გავუკეთეთ კომენტარები. გარდა ამისა, გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას. დავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო, გავიაზრეთ, რა აქტივობებს როგორ შევაფასებთ. მოსწავლეთა საჭიროების შეფასებისთვის შევქმენით ნიმუში, პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, სადაც ჩავსვით შეფასების დოკუმენტები.

დავალება: დავწეროთ პროცედურები და გამოვაქვეყნოთ.

Wednesday, April 9, 2014

ტრენინგის მესამე დღე

გავეცანით ერთმანეთის ბუკლეტებს, გადავხედეთ ჩვენს სტანდარტებს და შევამოწმეთ, გვაქვს თუ არა არჩეული მაღალი სააზროვნო კითხვები, რომელშიც დაგვეხმარა განახლებული ბლუმის ტაქსონომია. დავწერეთ პროექტის მიზნები და ამოცანები. ამოცანა არ უნდა იყოს ბუნდოვანი. გავეცანით კითხვების მაგალითებს და ჩამოვწერეთ ჩვენი პროექტის კითხვები. 

Sunday, April 6, 2014

მეორე დღე

მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის გეგმები. გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა: ჩავსვით მასში შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები. ვისწავლეთ ბუკლეტების გაკეთება, მასში ინფორმაციისა და სურათების მოთავსება. ტრეინინგი მეტად საინტერესო იყო. მართალია გამიჭირდა, მაგრამ იმედი მაქვს, თავს გავართმევ.

Saturday, April 5, 2014

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანით ინტელის სასწავლო კურსს, მოდულებს, რესურსებს. პროექტის შექმნის პირველ ეტაპს. ტრენინგი ჩემთვის რთული იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო.